1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეს არ არის შეკვეთილი – გიორგი ვოლსკი Responsible Statecraft-ის სტატიაზე
ეს არ არის შეკვეთილი – გიორგი ვოლსკი Responsible Statecraft-ის სტატიაზე

ეს არ არის შეკვეთილი – გიორგი ვოლსკი Responsible Statecraft-ის სტატიაზე

400
0

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ამერიკული ონლაინ გამოცემა Responsible Statecraft-ის სტატია შეაფასა. მისი განცხადებით, ეს არის ანალიტიკოსის მიერ გაკეთებული საკმაოდ სიღრმისეული კვლევის საფუძველზე გამოქვეყნებული სტატია.

„ეს არ არის შეკვეთილი სტატია, ეს არის ანალიტიკოსის მიერ გაკეთებული საკმაოდ სიღრმისეული კვლევის საფუძველზე გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ამბობს, რომ მთავარ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც კი ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვს საკმაოდ პროფესიონალური დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ არის ომის მონაწილე იქიდან გამომდინარე, რომ მის ინტერესებს არ შეესაბამება ეკონომიკური და ფიზიკური დაპირისპირება რუსეთთან და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა პრორუსულია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ამერიკულმა ონლაინ გამოცემამ Responsible Statecraft გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“.