1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ელექტრონულმა ხმის დათვლის სისტემამ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახადა და მანიპულაციისთვის ნულოვანი სივრცეა -ირაკლი კობახიძე
ელექტრონულმა ხმის დათვლის სისტემამ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახადა და მანიპულაციისთვის ნულოვანი სივრცეა -ირაკლი კობახიძე

ელექტრონულმა ხმის დათვლის სისტემამ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახადა და მანიპულაციისთვის ნულოვანი სივრცეა -ირაკლი კობახიძე

260
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს ცნობებს ხმების გაყალბების შესახებ, რის პარალელურადაც პრეზიდენტი მასობრივ პროტესტებს აანონსებს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბიბისი“.

როგორც „ბიბისი“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბიბისის“ ჟურნალისტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყო შაბათის არჩევნებში ხმების გაყალბებისა და ძალადობის ბრალდებები და ისაუბრა სადავო შედეგზე, როგორც დამაჯერებელ გამარჯვებაზე და გადამწყვეტ მოგებაზე ამ ქვეყნისთვის.

„დარღვევები ხდება ყველგან“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ „ბიბისის“.

პრემიერ-მინისტრმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღეს და მანამდე დაფიქსირებულ დარღვევებს აუცილებლად გამოიძიებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების ზოგადი შინაარსი შეესაბამებოდა სამართლებრივ პრინციპებსა და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს.

ასევე, კობახიძემ ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ მსგავსი ბრალდებები 2016, 2020 და 2021 წლების არჩევნების დროსაც გააჟღერეს.

„რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა არ აქვთ, ამიტომ უნდა უთხრან თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ან ცრუობდნენ, ან მთავრობამ არჩევნები გააყალბა“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შაბათს პირველად გამოყენებულმა ელექტრონულმა ხმის დათვლის სისტემამ გაყალბება შეუძლებელი გახადა და მანიპულაციისთვის ნულოვანი სივრცეა.

ინტერვიუში კობახიძემ უარყო ოპოზიციის ბრალდება მთავრობის პრორუსულ და „პროპუტინისტურ“ კურსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, შელახოს მთავრობის რეპუტაცია 3.7-მილიონიან მოსახლეობაში, რომელიც უმეტესწილად პროევროპულია.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს