1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

136
0

26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება- „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.