1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ძალიან სამწუხაროა, რომ კასიანოვი გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს”-ირაკლი ჩიქოვანი
“ძალიან სამწუხაროა, რომ კასიანოვი გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს”-ირაკლი ჩიქოვანი

“ძალიან სამწუხაროა, რომ კასიანოვი გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს”-ირაკლი ჩიქოვანი

361
0

ირაკლი ჩიქოვანი ანდრეი კასიანოვის ბოლო განცხადებას არადიპლომატიურს და აბსურდულს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც უკრაინიდან რუსულ აგრესიას გამოქცეულებს გვერდში დაუდგა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ კასიანოვი გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს. ეს არის აბსურდული განცხადება. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც კარი გაუღო უკრაინელ მეგობრებს, ძმებსა და დებს, რომ თავი დაეღწიათ აგრესიისათვის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მათ სახელმწიფოში. საქართველოს სახელმწიფომ დაანახა ყველას, რომ საკუთარი რესურსებით გვერდში დაუდგა ამ ადამიანებს. საფრთხეებზე საუბარი არის გამოგონილი და უსაფუძვლო. ეს იყო უკიდურესად არადიპლომატიური განცხადება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.