“დროული კითხვები” ეკა სეხნიაშვილთან ერთად, 29 ივლისი, 2022 წელი
349
0
არის თუ არა “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების მიერ პარტიის დატოვება და ახალი მოძრაობის შექმნა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული?!
ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ტანდემი ექს-პრემიერმა სპეციალურად დასავლეთთან დაპირისპირების მიზნით შექმნა.
სურთ თუ არა საქართველოს ომში ჩართვა პარტნიორებს – როგორ აფასებს სამოქალაქო საზოგადოება ყოფილი პრემიერის განცხადებას?!
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას განაგრძობს – რა ბედი ელის ქვეყნის ევროპულ მომავალს და მოსალოდნელია თუ არა დეპოლარიზაცია?!
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ზედმეტი აჟიოტაჟი არ ატეხონ ბიჭვინთვის ანექსიის ირგვლივ – როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა პრემიერის განცხადებას ოკუპირებული რეგიონის შესახებ?! ● მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ევროპელი ლიდერებიც აღიარებენ – ეთანხმება თუ არა სამოქალაქო სექტორი მთავრობის მიერ აღიარებულ ეკონომიკურ პროგრესს?!
ეკა სეხნიაშვილის “დროულ კითხვებს” პასუხობენ: გურამ მაჭარაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, თეონა ჭალიძე, მამუკა ტუსკაძე და გრიგოლ გაგნიძე