"დროული კითხვები" ეკა სეხნიაშვილთან ერთად, 2 თებერვალი, 2023 წელი

მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ?! - სიმულიანტი თუ სიკვდილის პირას მყოფი პატიმარი - რატომ ადანაშაულებს ხელისუფლება შანტაჟში მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს?!

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება - დაიშლება თუ არა მთავარი ოპოზიციური ძალა?!

ევროკომისრების შენიშვნები "ქართულ ოცნებას" - გადის თუ არა კანდიდატის წევრობის საკითხი მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარულ ტრანსფერზე?!

უკრაინის პრეზიდენტის ბრალდებები საქართველოს - რას პასუხობს მმართველი გუნდი ვოლოდიმირ ზელენსკის?!

NDI-ს კვლევები და უკმაყოფილო მოსახლეობა - ემუქრება თუ არა საფრთხე ქვეყნის ევროინტეგრაციას?!

რატომ ითხოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე გამოძიების დაწყებას "დაიცავი მშვიდობა" და რატომ ადანაშაულებენ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან გარიგებაში?!

ეკა სეხნიაშვილის "დროულ კითხვებს" პასუხობენ: გოგა ონიანი, ანა ნაცვლიშვილი, ლევან მამალაძე და ლადო კახაძე