"დროული კითხვები" ეკა სეხნიაშვილთან ერთად, 8 სექტემბერი, 2022 წელი

"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ავტორიტარიზმში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ქმედებები კვლავ პარტნიორების კრიტიკას იმსახურებს - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?!

ოპოზიციის ნაწილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს - ეთანხმება თუ არა მოსახლეობა აღნიშნულ მოთხოვნას?!

ე.წ. ამბოხებულთა ოთხეული აშშ-ს საელჩოს მორიგ ბრალდებას უყენებს - იყენებს თუ არა ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირე აგენტურას მეორე ფრონტის გახსნისა და პოლარიზაციისთვის - რა შეფასებები კეთდება დეპუტატების ახალ განცხადებაზე?!

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა - რა შეფასებას აკეთებს ოპოზიცია და საზოგადოება უკრაინული მხარის გადაწყვეტილებაზე?!

ეკა სეხნიაშვილის "დროულ კითხვებს" პასუხობენ: დავით კირკიტაძე, ნუკა არველაძე, ასმათ ტყაბლაძე, ლიზა ვადაჭკორია და ნანა ტოხვაძე