1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას განათლების დეპარტამენტის გაუქმების დაწყების შესახებ
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას განათლების დეპარტამენტის გაუქმების დაწყების შესახებ

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას განათლების დეპარტამენტის გაუქმების დაწყების შესახებ

216
0

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესი იწყება.

ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული გადაწყვეტილება დეტალურად განმარტა.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ბავშვების განათლება“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ აშშ უკვე დიდი ხანია, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების სათანადო განათლებას.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ფედერალური განათლების დეპარტამენტი შექმნა, ამას მისი საკუთარი კაბინეტის წევრებიც კი ეწინააღმდეგებოდნენ.

„ისტორიამ დაამტკიცა, რომ ისინი აბსოლუტურად მართლები იყვნენ. 45 წლის შემდეგ შეერთებული შტატები გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს განათლებაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა… მაგრამ წარმატების თვალსაზრისით სიის ბოლოში ვართ. ეს არის ჩვენი რეალობა, მოგვწონს თუ არა“, – განაცხადა დონლად ტრამპმა.

ტრამპმა განმარტა, რომ მისი ადმინისტრაცია კანონიერ ნაბიჯებს გადადგამს დეპარტამენტის გასაუქმებლად.

„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად დავხურავთ მას. ის არანაირ სარგებელს არ გვაძლევს“, – განაცხადა ტრამპმა.