1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპის გამარჯვება და აშშ – რას წერს თურქული პრესა
დონალდ ტრამპის გამარჯვება და აშშ – რას წერს თურქული პრესა

დონალდ ტრამპის გამარჯვება და აშშ – რას წერს თურქული პრესა

254
0

თურქეთის სახელმწიფო რადიოტელევიზიის კორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) საიტზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის გამარჯვება და აშშ“ (ავტორი – ჯან აჯუნი, ანალიტიკური ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მედია საარჩევნო პროცესის განმავლობაში დემოკრატიული პარტიის კანდიდატს კამალა ჰარისს მუდმივად გამარჯვებულად წარმოაჩენდა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 47-ე პრეზიდენტი გახდა. მან კანდიდატ კამალა ჰარისის წინააღმდეგ აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარებულ კონგრესის არჩევნებში, რესპუბლიკელებმა სენატში 51 ადგილით უმრავლესობა მიიღეს. ამრიგად, რესპუბლიკელებმა დიდი ძალაუფლება მოიპოვეს აშშ-ის პრეზიდენტობის, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის მოპოვებით. 20 იანვრამდე გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება, ამასობაში კი ტრამპის მთავარი გუნდიც ყალიბდება. როგორც მოსალოდნელი იყო, წინა პლანზე რადიკალი ტრამპისტები და  სიონისტური ფიგურები გამოდიან.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა აშშ-ის საზოგადოების ღრმა გახლეჩა, უზარმაზარი დაპირისპირება და პოლარიზაცია. არჩევნების შედეგებმა დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ამერიკელები, რომელთა უმრავლესობას თეთრკანიანი საშუალო კლასის მამაკაცები შეადგენენ, მაგრამ ბევრ სხვა ჯგუფში ღრმა შეშფოთება გამოიწვია. მკაცრი პოლიტიკური კლიმატი დადონალდ  ტრამპის მომავალი ნაბიჯები ამ კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს.

სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპი პირველ რიგში ფოკუსირდება იმ ძალების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომლებმაც მის წინააღმდეგ სასამართლო კონსპირაცია და სხვა დაბრკოლებები შექმნეს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ათიათასობით ფედერალური მოხელის გათავისუფლებაა მოსალოდნელი. ასევე, ის გადადგამს საკამათო ნაბიჯებს თავისი სოციალური ბაზის ღირებულებების დასაცავად. აშშ-ში საზოგადოებრივი დაპირისპირება და სიძულვილი ტრამპის პერიოდში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. სისტემის მოთამაშეები არ დაელოდებიან გაწმენდას და საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ. უნდა გვახსოვდეს, რომ საარჩევნო პროცესში ტრამპზე ორჯერ განხორციელდა თავდასხმის მცდელობა.

საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი დიდ სამხედრო ავანტიურებში ჩაერთვება. ის უფრო მეტად ჩინეთის ეკონომიკურ დასუსტებაზე იქნება ფოკუსირებული. ის შეეცდება რუსეთ-უკრაინის ომის „გაყინვას“. ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად ისრაელის უფრო მკაფიო მხარდაჭერისა, ნაკლებად სავარაუდოა ირანის წინააღმდეგ დიდი სამხედრო ოპერაციის დაწყება. აქ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება სიონისტების გავლენა ტრამპზე. ტრამპის მთავარი გუნდი არ შედგება მხოლოდ ფანატიკოსი ქრისტიანი წევრებისგანს, როგორც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი; ჩანს, რომ ახალი პროფილები სერიოზულად რადიკალი სიონისტი ფიგურებისგან შედგება. სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მაიკლ უოლცი, და გაეროში მუდმივ წარმომადგენლად რესპუბლიკელი კონგრესის წევრი ელის სტეფანიკი არიან წამყვანი კანდიდატები. ამ პირების საერთო მახასიათებელია მათი რადიკალური წინააღმდეგობა ჩინეთისა და ირანის მიმართ, ასევე ისრაელის უკიდურესი მხარდაჭერა.

თურქეთთან მიმართებაში შედარებით დადებითი პროცესი შეიძლება დაიწყოს. განსაკუთრებით ერდოღან-ტრამპის პირადი ურთიერთობა შეიძლება პოლიტიკურ სარგებელში გადაიზარდოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის მიერ PKK/YPG-ის მხარდაჭერის შეწყვეტა სირიაში. თუმცა, ტრამპის კაბინეტში ამ დრომდე წამყვანი ფიგურები არ შეიძლება ჩაითვალონ თურქეთის მეგობრებად.

წყარო