1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის”- კეროლაინ ლევიტი
,,დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის”- კეროლაინ ლევიტი

,,დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის”- კეროლაინ ლევიტი

210
0

დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის , – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების შესახებ.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე და ორივე ლიდერი მივიდეს“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერს რუსულ აეროდრომებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დრონებით შეტევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეაქციის შესახებაც ჰკითხეს.

„მისი რეაქცია ის არის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ომი ორივე მხრიდან სასტიკია და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს და მან ამის შესახებ ორივე ლიდერს, როგორც საჯაროდ, ისე პირადად განუცხადა“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.