დონალდ ტრამპი პირველი დასავლელი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც გულწრფელად აღიარა, რომ აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ალიანსმა რუსეთი მოატყუა -სერგეი ლავროვი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი დასავლელი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც გულწრფელად აღიარა, რომ ნატო-მ მოატყუა რუსეთი ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ნატო აკეთებს ზუსტად იმას, რაზეც პირობა დადო, რომ არ გააკეთებდა.
„თავად პრეზიდენტმა ტრამპმა თავის გრძელ ინტერვიუში ახსენა კონფლიქტის ძირითადი მიზეზები, რამდენადაც ეს ეხება კიევის რეჟიმის ნატო-ში შეყვანას, შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, რაც მიღწეული იქნა, როგორც საბჭოთა და შემდეგ რუსეთ-ამერიკის შეთანხმებებითა და ურთიერთობებით, ასევე ეუთო-ს ფარგლებში, სადაც იყო პირდაპირი კონსენსუსი უმაღლეს დონეზე პრეზიდენტების ჩათვლით, მათ შორის პრეზიდენტი ობამას 2010 წელს და ჩაიწერა: „ეუთო-ს ზონაში არცერთი ქვეყანა ან ორგანიზაცია არ აცხადებს დომინირებას და არცერთი ქვეყანა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“. და ტრამპმა თქვა ეს. პირველად, არა მხოლოდ ამერიკელი ლიდერის, არამედ ნებისმიერი დასავლელი ლიდერის პირით იყო პატიოსანი აღიარება, რომ ნატო ცრუობდა, როცა ხელი მოაწერეს უამრავ დოკუმენტს, როგორც ჩემს მხარესთან, ასევე ეუთო-ს ფარგლებში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი ელოდება კონკრეტულ ინიციატივებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი შეისწავლის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საბოლოო პოზიციას უკრაინის მიმართ, როდესაც მას ინაუგურაციის შემდეგ ჩამოაყალიბებს.