1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპი დაკავებულია -СNN
დონალდ ტრამპი დაკავებულია -СNN

დონალდ ტრამპი დაკავებულია -СNN

215
0

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფორმალურად დაპატიმრებულია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მანჰეტენის საოლქო პროკურატურაში მივიდა და ახლა იგი პოლიციის მიერ არის დაპატიმრებული მის მომავალ სასამართლო სხდომამდე.

CNN-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაკავების ფარგლებში ტრამპის თითის ანაბეჭდებს აიღებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია გადაუღებენ თუ არა დაკავების ფოტოს. შემდეგ მას სასამართლო დარბაზში მიიყვანენ და ბრალდებებს წარუდგენენ.

როგორც მედია წერს, ტრამპის სასამართლოში გამოჩენა დიდი ალბათობით სწრაფი და რუტინული იქნება, მაგრამ CNN-ის თანახმად, “აშშ-ის ისტორიაში სურეალისტურ და ისტორიულ მომენტს” წარმოადგენს.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელი არ არის, რომ ტრამპს ხელბორკილები დაადონ, ვინაიდან ის სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ დარჩება.