1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპი 3 მარტს უკრაინასთან დაკავშირებით შეხვედრას მოიწვევს, სადაც ამერიკული სამხედრო დახმარების შესაძლო შეჩერების საკითხიც იქნება განხილული
დონალდ ტრამპი 3 მარტს უკრაინასთან დაკავშირებით შეხვედრას მოიწვევს, სადაც ამერიკული სამხედრო დახმარების შესაძლო შეჩერების საკითხიც იქნება განხილული

დონალდ ტრამპი 3 მარტს უკრაინასთან დაკავშირებით შეხვედრას მოიწვევს, სადაც ამერიკული სამხედრო დახმარების შესაძლო შეჩერების საკითხიც იქნება განხილული

2.23K
0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 3 მარტს შეხვედრას მოიწვევს უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხზე. ამის შესახებ „აქსიოსს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

ამ შეხვედრაზე ტრამპი განიხილავს უკრაინასთან დაკავშირებულ ნაბიჯებსა და ამერიკის სამხედრო დახმარების შესაძლო შეჩერების საკითხს.

წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და სხვა მაღალჩინოსნები.