1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა
დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა

დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა

229
0

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა. 

“ბატონებო, ყველანი ღმერთისა და რაკეტების ქვეშ დავდივართ. სავსებით შესაძლოა წარმოვიდგინოთ რუსული გემიდან ჰიპერბგერითი “ონიქსის” მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით. მისი ჩამოგდება შეუძლებელია. და სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა NATO-ს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომსაც არ დაიწყებენ. შეშინდებიან. შემბრალებელიც არავინ იქნება.” – წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.