1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეროვნული გვარდია გავგზავნეთ კალიფორნიაში“- დონალდ ტრამპი
„დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეროვნული გვარდია გავგზავნეთ კალიფორნიაში“- დონალდ ტრამპი

„დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეროვნული გვარდია გავგზავნეთ კალიფორნიაში“- დონალდ ტრამპი

141
0

„დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეროვნული გვარდია გავგზავნეთ კალიფორნიაში“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში. 

მისი თქმით, რომ არა ეს გადაწყვეტილება, ქალაქი სრულად განადგურდებოდა. 

„კალიფორნიაში წაქეზებული, ძალადობრივი არეულობები იყო და ეროვნული გვარდია, სწორედ, ამ ქაოსთან გასამკლავებლად გავგზავნეთ, რაც დიდებული გადაწყვეტილება იყო. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დღეს ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურებული იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ „გუბერნატორი ნიუსომი არაკომპეტენტურია საკუთარი თანამდებობისთვის“. 

„იმის ნაცვლად, რომ მადლობას ამბობდეს: „ბატონო პრეზიდენტო, თქვენ შესანიშნავი ხართ! ჩვენ არაფერი ვიქნებოდით, თქვენ გარეშე“, ატყუებენ კალიფორნიელებს, რომ ეროვნული გვარდიის ჩარევა არ იყო საჭირო და რომ ეს „მშვიდობიანი პროტესტი“ იყო. არადა, ჩვენ ერთად ვნახეთ ვიდეოები, სადაც ნათლად ჩანდა ძალადობის და განადგურების ვიდეო თუ ფოტო მასალა“, – წერს პრეზიდენტი. 

„ჩვენ ყოველთვის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების შენარჩუნებაზე ვიზრუნებთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამერიკა ერთად უნდა გავხადოთ, კვლავ, დიდებული!“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები 6 ივნისს დაიწყო და საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის ოპერაციებს მოჰყვა. 

ამის ფონზე, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 ათასი წევრი განეთავსებინა.