1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია” – მალხაზ გულაშვილი
“დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია” – მალხაზ გულაშვილი

“დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია” – მალხაზ გულაშვილი

461
0

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა.

გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე გახდა.

 

საღამოს დასასრულს, ღონისძიება შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ბიზნეს დაჯილდოების ორგანიზატორმა, მალხაზ გულაშვილმა:

 

„ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიების მნიშვნელობა ფასდაუდებელია, ვინაიდან აქ თავს იყრიან  ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს ქვეყანაში, ქმნიან დოვლათს, საექსპორტო პოტენციალს, შეაქვთ ბიუჯეტში დიდი რაოდენობით თანხა,  იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ა.შ. ამ ღონისძიებით კი, მათი წახალისება ხდება, რათა უფრო მეტად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. 

 

დღევანდელი დღის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მთავრობის, მედიისა და დიპლომატების თავმოყრა, რათა ყველამ ერთად, ბიზნესის განვითარებას მხარი დაუჭირონ. 

 

რაც შეეხება იმას, თუ რით გამოირჩეოდა დღევანდელი ბიზნეს რეიტინგი გასულ წლებში ჩატარებული დაჯილდოებებისგან, ვფიქრობ, დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ უკეთესად, ვიდრე ამას სხვა ქვეყნები გააკეთებდნენ. დიახ, ბიზნესს ნებისმიერ ქვეყანაზე უკეთ გავაკეთებთ, რადგან ეს საქმე  ვიცით და მომავალიც ჩვენია. სწორედ ეს არის ევროკავშირისკენ გზის საფუძველიც”, – განაცხადა მალხაზ გულაშვილმა. 

 

განხორციელებული პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. 

 

უკვე დიდი ხანია, ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.