1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. დღეს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
დღეს თურქეთში  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

86
0

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნება და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.

მეორე ტურში კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

ხმის მისაცემად რეგისტრირებულია 64,1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1,92 მილიონზე მეტმა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე უკვე მისცა ხმა.