1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იმედია ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი არ იქნება – კობახიძე
იმედია ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი არ იქნება – კობახიძე

იმედია ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი არ იქნება – კობახიძე

94
0

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას გამოეხმაურა. 

„იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, ასეთი განცხადება არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, 31 მაისს სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.