1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,დღეს აბსოლუტურად ყველანაირი რეაგირების გარეშე, მედიასაშუალებას შეუძლია გაავრცელოს ტყუილი და ეს შემოგვასაღოს სიმართლედ” – თეა წულუკიანი
,,დღეს აბსოლუტურად ყველანაირი რეაგირების გარეშე, მედიასაშუალებას შეუძლია გაავრცელოს ტყუილი და ეს შემოგვასაღოს სიმართლედ” – თეა წულუკიანი

,,დღეს აბსოლუტურად ყველანაირი რეაგირების გარეშე, მედიასაშუალებას შეუძლია გაავრცელოს ტყუილი და ეს შემოგვასაღოს სიმართლედ” – თეა წულუკიანი

476
0

“დღეს აბსოლუტურად ყველანაირი რეაგირების გარეშე, მედიასაშუალებას შეუძლია გაავრცელოს ტყუილი და ეს შემოგვასაღოს სიმართლედ,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რითაც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება “მედიის კანონი,” რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

წულუკიანის თქმით, საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ არსებული მექანიზმები ამ საკითხთან მიმართებაში საკმარისი არ არის.

“ჩვენ 2-ზე მეტი დღეა უკვე უმრავლესობის ფორმატში ვიკრიბებით და უმრავლესობის ლიდერი აანონსებს სხვადასხვა ცვლილებას. ყველაზე ხშირად ამ ცვლილებების გამოცხადებისას ისმის სიტყვა – გამკაცრება – და ეს შემდეგ შესაბამისი პირების მხრიდან, მით უმეტეს, რომ ისინი ხშირად არც არიან კეთილსინდისიერნი, გარკვეულ სპეკულაციებსაც აჟღერებენ. ისინი ამბობენ, რომ დაიხურება მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია ან სხვა. სინამდვილეში საქმე გვაქვს გამკაცრებასთან, მაგრამ ისეთ ახალ რეგულაციებთან, რომელიც ან უკვე გვქონია ჩვენ კანონმდებლობაში, მაგალითად, მკაცრი ადმინისტრაციული სახდელები, ან ახალი რეგულაციები, რომელიც, როგორც უმრავლესობის სხდომაზე არაერთხელ ითქვა, უნდა იყოს ანალოგი სხვა დასავლური ქვეყნის.

მედიის შემთხვევაში საუბარია ბრიტანულ სტანდარტებზე. დღეს რაზეც იყო საუბარი, არ გახლავთ ძირითადად საკანონმდებლო ცვლილებების სახით წარმოდგენილი, ეს გახლავთ ინიციატივები, როგორც ითქვა კიდეც ბრიფინგის დროს, ეს არის ჩვენი მომავალი ორი თვის საქმიანობის გეგმა. ყველაფერი იქნება საჯაროდ გამოტანილი, თუ რომელი ნორმა, რა ფორმას მიიღებს. ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რომ არსებული რეგულაციები და ინსტიტუტები ეფექტური ვერ არის. მაგალითისთვის საკმარისია, რომ მედიამ თავის თავს მისცეს უფლება იყოს არაკეთილსინდისიერი, დღეს აბსოლუტურად ყველანაირი რეაგირების გარეშე მედიასაშუალებას შეუძლია გაავრცელოს ტყუილი და ეს შემოგვასაღოს სიმართლედ,” – აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, შეიქმნება შესაბამისი ორგანოები ან არსებული მექანიზმები გახდება ეფექტური იმისთვის, რომ მედიის საკითხი დარეგულირდეს.

“ამისთვის იარსებებს შესაბამისი ორგანოები, ან არსებული ორგანოების რეფორმირება უნდა მოხდეს, რომ ისინი გახდნენ ეფექტური. ვერცერთ შემთხვევას მე პირადად ვერ ვიხსენებ, როდესაც ღირდა სადმე ჩივილი. როდესაც ადამიანს აბრალებენ იმას, რაც არ არის სიმართლე, გეუბნებიან, რომ შენ ხარ ჟირაფი და მე უნდა ვამტკიცო, რომ არ ვარ ჟირაფი,” – აღნიშნა წულუკიანმა.