1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ- გია ვოლსკი
დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ- გია ვოლსკი

დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ- გია ვოლსკი

179
0

დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმა ჯახი და სისხლის დაღვრაა, რათა დაძაბულობა გაიზარდოს.

„ვითარებაზე გეოპოლიტიკა იმდენად ზემოქმედებს, რომ ცალკეულ შემთხვევებზე ჩამოსვლა საჭიროა, მაგრამ ყურადღება ამაზე არ უნდა გადავიდეს. ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიას გადახედეთ, დაპირისპირების დროს რა და როგორ ხდება, ადამიანები როგორ შავდებიან, მათ შორის პოლიციელების ამხელა რაოდენობა თუ არის სადმე. რეალობაა ის, რომ ამ დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ. ვიღაცები კერძო სკოლებს კეტავენ, ბავშვები უნდათ, რომ აქციებზე გამოიყვანონ. მთავარი ამოცანაა ჯახი და თუ ჯახის დროს ვინმე დაშავდება, რასაკვირველია, ეს არის მიზანი, რის მიღწევასაც ცდილობდნენ და მუდმივად ეს გეგმა ჰქონდა. პირიქით, ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ იქნებ სისხლი დაიღვაროს, იქნებ ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს, რაც დაძაბულობას გაზრდის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.