“დასავლეთის სახელმწიფოებმა ეუთო-ს შეხვედრაზე უკრაინის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკეს”-Reuters
ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა მასალა სათაურით „დასავლეთის სახელმწიფოებმა ეუთო-ს შეხვედრაზე უკრაინის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკეს“ (ავტორი – ქრისტოფერ შიკლუნა).
გთავაზობთ პუბლიკაციას
მალტაში ეუთოს შეხვედრა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრთა ყოველწლიური თავშეყრას წარმოადგენდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბრიტანელ კოლეგასთან ერთად, რუსი საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში წარმოებული ომის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა უმეტეს წილად უკრაინის თემებს ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს საგარეო გასვლა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყანაში სერგეი ლავროვის პირველი ვიზიტს წარმოადგენს.
უკრაინელმა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ აღნიშნა, რომ “ამ წუთებში, უკრაინა საკუთარი არსებობის უფლებისთვის იბრძვის”.
„ჩვენ თქვენი ტყუილების არ გვჯერა, კარგად ვიცით, რასაც აკეთებთ: თქვენ რუსეთის იმპერიის აღდგენა გსურთ”, – განუცხადა რუსეთის დელეგაციის მეთაურს პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა რადისლავ სიკორსკიმ.
„დღეს ის პრინციპები, რომლებზეც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაფუძნებული, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას”.
სამიტის დროს რუსეთმა და მასში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა ერთმანეთს პროტესტი გამოუცხადეს: სერგეი ლავროვი დარბაზში არ დაესწრო აშშ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სიტყვით გამოსვლას, თავის მხრივ კი, სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს დარბაზიდან გავიდნენ უკრაინელი საგარეო მინისტრი ანდრი სიბიჰა, მისი პოლონელი კოლეგა რადისლავ სიკორსკი და სხვები.
მოამზადა სიმონ კილაძემ