1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დაბეჯითებით მუშაობენ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად – ირაკლი ქადაგიშვილი
დაბეჯითებით მუშაობენ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად – ირაკლი ქადაგიშვილი

დაბეჯითებით მუშაობენ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად – ირაკლი ქადაგიშვილი

380
0

ეს სცენარი გაშიფრული არის. უბრალოდ ამ სცენარს ასეთი იმპულსური გამოხტომები ახასიათებს ხოლმე. ეს არ არის საქართველოში მოფიქრებული სცენარი. ეს არის უცხოეთში მოფიქრებული სცენარი, რომელიც მეხუთე კოლონის ხელით აქ უნდა შესრულდეს ხოლმე, – ასე აფასებს „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირების აუცილებლობასა და „ისეთი ადამიანების“ მობილიზაციაზე ისაუბრა, ვისაც მისი თქმით, „საჭიროების შემთხვევაში პოლიციელის დაჭერაც კი შეეძლება“.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ის, რომ რადიკალები მუდმივად განიხილავენ რევოლუციის სცენარს ახალი არ არის და არც ისაა სიახლე, რომ ოპოზიცია გარე ძალების მითეთებებით მოქმედებს.

მან მაგალითისთვის ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მრჩეველის და ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორის პოლ მასაროს განცხადება მოიყვანა. ცნობისთვის, რუს პრანკერების მახეში გაბმულმა მასარომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, ამ კონტექსტში საქართველო მოიხსენია და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ USAID-ი და NED-ი საქართველოს და სხვა ქვეყნებს ტოვებენ. აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში რადიკალურ მემარცხენე „ვოუქ იდეოლოგიას“ წარმატებით ავრცელებდნენ. პოლ მასარომ აღიარა, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გზით ჯერ კიდევ ცდილობენ მაიდნის მოწყობას.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გარე ძალები განუწყვეტლივ მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოში ფერადი რევოლუცია მოაწყონ და ამის გაკეთება „მეხუთე კოლონის ანუ „ნაცმოძრაობის“ ხელით სურთ.

„ჩვენ ვნახეთ ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩევლის განცხადება, რაც მან პრანკერებთან საუბარში დაადასტურა, რომ ისინი დაბეჯითებით მუშაობენ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად. საბოლოო ჯამში ეს არის მიზანი. არჩევნების გზით შედეგს ვერ მიაღწიეს და მას მერე ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით არეულობა და რევოლუცია მოაწყონ. ამიტომ ხაბეიშვილის მუშტებზე ყურება, სწორედ გარე დაკვეთის რეფლექსია.

ზოგადად, რატომ არის ამ ხალხზე გაკეთებული აქცენტი ამ მიმართულებით? საგამოძიებო კომისიაში, რაც ხდება, რასაც ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების ისტორიებს ვისმენთ ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ეს კი არ იყო, რაღაც ერთეული შემთხვევა, ერთეული გადაცდომა ან თანამდებობის პირის დანაშაულებრივი ქმედება. ეს იყო მთელი სისტემა, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს. მერე ამ დანაშაულის კვალის კვალის დაფარვის და მისი პროპაგანდისტულად შეფუთვის მთელი მექანიზმით სახელმწიფო ინსტიტუტებს ამუშავებდნენ. ამ სისტემის შემადგენელი ნაწილის „ნაციონალური მოძრაობის“ გამოყენება ამ მიმართულებით გარე აქტორებისთვის აქტუალურია. გამომდინარე აქედან არის, რომ ოპოზიციაში დღეს არის შიდა შეუთანხმებლობა, მიუხედავად გარე დირექტივებისა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.