1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა”- მედვედევი
“ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა”- მედვედევი

“ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა”- მედვედევი

604
0

ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტოიტარ ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მედვედევი აცხადებს, დღესაც სწორად მიაჩნია გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის სამხედროები „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე შევიდნენ.

„ცხინვალზე და სხვა დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ უბნებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა, სკოლებსა და რუს სამშვიდობოებზე. ამგვარად, ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია მათი გაგებით, „დემოკრატია და ჰუმანიზმი“ და ძალით დაებრუნებინათ ის საქართველოს შემადგენლობაში მთელი ერის განადგურების ხარჯზე. ცხადია, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა. ჩვენ უბრალოდ ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით“, – ამბობს ინტერვიუში მედვედევი.

მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

„ნატო-ს მისწრაფება, გაფართოვდეს რუსეთის საზღვრებთან, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, უკვე გადაიქცა მსოფლიოს პრობლემად. ყველა გონიერ ადამიანს ამაზე გული ერევა. ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო ვერ ეღირსებიან ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრობას, სადაც შესვლა მხოლოდ ჩრდილოატალანტიკური ალიანსის ვიწრო ხვრელის გავლითაა შესაძლებელი“, – ამბობს მედვედევი.

მისივე მტკიცებით, რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს.

„იქ მდებარეობს ჩვენი სამხედრო ბაზები. ეს კარგად ესმით საქართველოს ხელისუფლების წევრებს. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომი და უკრაინაში 2022 წელს წამოწყებული საომარი მოქმედებები არის „დასავლეთის მცდელობა, შეარყიოს მდგომაროება რუსეთში“.

„ისინი ამას რუსეთის მეზობლების დახმარებით აკეთებენ. მიზანი ერთია – რუსეთის განადგურება“, – აცხადებს მედვედევი ინტერვიუში.