1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩვენთან სვავებითაა გადავსებული ოპოზიცია და სხვას რა აზრი მოეკითხებათ” – ზურაბ ქადაგიძე
“ჩვენთან სვავებითაა გადავსებული ოპოზიცია და სხვას რა აზრი მოეკითხებათ” – ზურაბ ქადაგიძე

“ჩვენთან სვავებითაა გადავსებული ოპოზიცია და სხვას რა აზრი მოეკითხებათ” – ზურაბ ქადაგიძე

214
0

დანაშაული ჯერ უნდა შეფასდეს, გამოიკვეთოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და სამართლებრივი რეაგირების შემდეგ უნდა გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები…თუმცა, ჩვენთან სვავებითაა გადავსებული ოპოზიცია და სხვას რა აზრი მოეკითხებათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

მისი თქმით, ისეთ გამართულ ქვეყანაშიც შეიძლება ელექტროენერგიამ გაატაროს წყალში და მოხდეს უბედური შემთხვევა, როგორც შვეიცარიაა. თუმცა, არავის მოუთხოვია ქალაქის მერის და მთავრობის გადადგომა.

„ისე, რომ იცოდეთ… ისეთ გამართულ ქვეყანაშიც შეიძლება ელექტროენერგიამ გაატაროს წყალში და მოხდეს უბედური შემთხვევა, როგორც შვეიცარიაა. თუმცა, არავის მოუთხოვია ქალაქის მერის და მთავრობის გადადგომა… არც ვინმეს ვამართლებ, არც ვინმეს დანაშაულს ვამსუბუქებ. უბრალოდ, ჯერ წესია წესი და მერეა პოლიტიკური კონიუქტურა… დანაშაული ჯერ უნდა შეფასდეს, გამოიკვეთოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და სამართლებრივი რეაგირების შემდეგ უნდა გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები… თუმცა, ჩვენთან სვავებითაა გადავსებული ოპოზიცია და სხვას რა აზრი მოეკითხებათ…”- წერს ქადაგიძე.