1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,ჩვენს ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან არავინ გაიყვანს”- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,ჩვენს ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან არავინ გაიყვანს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენს ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან არავინ გაიყვანს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

280
0

ჩვენს ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან არავინ გაიყვანს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენს ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან არავინ გაიყვანს, ეს ჩემი კონსტიტუციური ვალია, ჩვენი სამხედროების ვალია. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. არ ვიცი, რა პრინციპებია მემორანდუმში, რომლის შესახებაც ადრე განაცხადა პუტინმა. თუ რუსეთი პირობად აყენებს ჩვენი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწიდან, ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება, რადგან მათ ზუსტად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი კომპრომისებისთვის მზადაა და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ და რუსეთმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მას სურს, პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტა იყოს, რათა რუსებმა აჩვენონ თავიანთი ნამდვილი მზადყოფნა ამ ომის დასასრულებლად.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა დაელოდება მემორანდუმის რუსულ ვერსიას.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთთან განიხილება სამხედრო ტყვეების გაცვლა ფორმატში „1000-1000-ზე“.

უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

კიევი და პარტნიორები განიხილავენ მაღალი დონის გუნდების შეხვედრის შესაძლებლობას: აშშ, უკრაინა, რუსეთი და ევროპული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე დიდი ბრიტანეთი. ასეთი შეხვედრა შეიძლება, ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. ამჟამად ამ სამ პლატფორმას განვიხილავთ, რადგან სამივე ქვეყანა, ისინი ყველა კარგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.