ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი -გიორგი გახარია
313
0
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.
ამასთან, გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ დაანონსებულ აქციას მისი პარტია შეუერთდება.
„საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გამყარდეს და ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, როგორც ვიყავით აქამდე. ასევე, ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. წერტილი“, – განაცხადა გახარიამ.