
ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო ჩაკეტილი საზღვრებით, კონტროლირებადი ტელევიზიებით და ლიდერით – ალექსეი გონჩარენკო
უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ უმაღლეს რადაში გამოსვლის დროს უკრაინა ჩრდილოეთ კორეას შეადარა, ხოლო პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს – კიმ ჩენ ინს.
როგორც ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, უკრაინელებმა მიიღეს სახელმწიფო ჩაკეტილი საზღვრებით, კონტროლირებადი ტელევიზიებით და ლიდერით – კიმ ჩენ ზე.
მისი თქმით, ლიბერტარიანიზმის ლოზუნგებით უკრაინა ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩრდილოეთ კორეაში, მეგობრებო. ლიბერტარიანიზმის ლოზუნგებით უკრაინა ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. დაფიქრდით, რა მივიღეთ, თქვენ აშენებთ სახელმწიფოს ჩაკეტილი საზღვრებით, კონტროლირებადი ტელევიზიებით და ლიდერით – კიმ ჩენ ზე. მხოლოდ „მწვანე მეცნიერების“ კათედრის გახსნა გვაკლია. თქვენ აწყობთ უკრაინის ჩრდილოეთკორეიზაციას და სამხედრო კომუნიზმს. უკრაინა ემსგავსება სისტემას, სადაც კერძო საკუთრებას საფრთხე ემუქრება მასობრივი „ნაციონალიზაციის“ ფონზე. ევროპაში ეს დაუშვებელია“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.