1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე – ემანუელ მაკრონი
ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე – ემანუელ მაკრონი

ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე – ემანუელ მაკრონი

276
0

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის პირველმა პირებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და კიევს მხარდაჭერა აღუთქვეს. ცნობას სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება.

„ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ვიმუშაოთ ერთად და გავაგრძელოთ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მუშაობა. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც უკვე 3 წელზე მეტია, იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ევროპელებიც აუცილებლად იქნებიან გადაწყვეტილების ნაწილი, რადგან მათ უსაფრთხოებაც საფრთხის ქვეშაა“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.