1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით განიხილება საქართველოს პარლამენტში, არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და მოლოდინებთან -პიტერ სტანო
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით განიხილება საქართველოს პარლამენტში, არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და მოლოდინებთან -პიტერ სტანო

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით განიხილება საქართველოს პარლამენტში, არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და მოლოდინებთან -პიტერ სტანო

137
0

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ეს არის კანონი, რომელიც არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და ევროპულ მოლოდინებთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

სტანოს ჟურნალისტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დაუსვა კითხვა: „გარდა საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის განცხადებისა, აპირებთ თუ არა კონკრეტულად რაიმეს გაკეთებას, რათა უბიძგოთ საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას, რომ მათ გაიწვიონ რუსული კანონი ან ხომ არ აპირებს დაუჭიროთ მხარი იმ ხალხს, რომლებიც უკვე 10 დღეა აპროტესტებენ? ზოგადად რის გაკეთებას აპირებთ?“

შეკითხვის საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „ეს არის კანონი, რომელსაც, საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციის საწინააღმდეგოდ შეუძლია იმოქმედოს“.

„თქვენ ალბათ გულისხმობთ იმ კანონთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ. უპირველესად, ჩვენ ცოტა ხნის წინ გავასაჯაროვეთ განცხადება, რაც წარმოადგენდა ჩვენს რეაქციას ამ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებაზე. ეს იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება. ორივე მათგანი არის პასუხისმგებელი ამ ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ზედამხედველობაზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხს. ჩემი აზრით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი, გახლდათ საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროპული ღირებულებებისადმი გამოხატული უდიდესი ერთგულებისა და მათი ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო სურვილის ასახვა. ეს არ არის ევროკავშირისგან დაშორება, რაზეც ამ კანონის მიღება მიუთითებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელიმ და ევროკომისარმა ვარჰეიმ, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, მკაფიოდ თქვეს, რომ ამ კანონის დამტკიცება ნიშნავს საქართველოს დაშორებას მისი გაცხადებული ამოცანისგან, რაც გახლავთ ევროკავშირთან დაახლოება.

ეს საკითხი განიხილეს უკანასკნელ სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლუქსემბურგში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ამის შესახებ ისაუბრა პრესკონფერენციაზე. ჩვენ გვაქვს ინტერაქცია პარტნიორებთან ადგილზე. მთავრობასთან და პარლამენტარებთან, რათა განვუმარტოთ რა არის არასწორი ამ კანონში და რა იქნება ამ კანონის ნეგატიური შედეგი, ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მეორე მხრივ, რა შედეგი ექნება საქართველოს განცხადებულ ამოცანაზე – მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის გზაზე.

თქვენ იცით, რომ ევროკომისია ადგენს ანგარიშებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით. როგორც წესი, ეს შემოდგომაზე ხდება და ეს ყველაფერი ამ ანგარიშში ისახება. როგორც სხვა ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, თუ არ არის პროგრესი კონკრეტულ საკითხებზე ან არის უკუსვლა, ეს მოქმედებს მიდგომასა და ქვეყნის პროგრესზე ხალხისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტის მიღწევის გზაზე, რაც არის ევროკავშირთან დაახლოება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.