ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს, ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრობა და პარტნიორობა-კახა კალაძე
ულტიმატუმით და შანტაჟის ენით საუბარი პარტნიორობა არაა და მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის შესახებ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავი ქმედებები არის ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს მეგობრობა არ არის.
„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა. მსგავსი ქმედებები და მსგავსი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. ეს მეგობრობა არაა. ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით და ვისთანაც გასული აქვთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის მიხედვით, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით უნდა დამტკიცდეს