ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, უფრო დახვეწილი ურთიერთობა ავაშენოთ -კირ სტარმერი
ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრისას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ჩინეთთან „დახვეწილი ურთიერთობის” აშენება სურს.
სტარმერის თქმით, ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
„ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო დახვეწილი ურთიერთობა ავაშენოთ, სადაც შევძლებთ თანამშრომლობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე შევძლებთ შინაარსიანი დიალოგის წარმოებას იმ სფეროებში, სადაც არ ვეთანხმებით ერთმანეთს”, – განაცხადა სტარმერმა.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი „კეთილდღეობის ნიშანია” და ქვეყნებს შორის მეტი დიალოგია აუცილებელი. სი ძინპინის თქმით, დიდ ბრიტანეთთან კავშირებმა „გარდამტეხი ცვლილებები” განიცადა, რაც არცერთი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებოდა და ჩინეთი მზადაა დიდ ბრიტანეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის.
„კარგ საქმეებს ხშირად დრო და ძალისხმევა სჭირდება. ვიდრე რაღაც სწორია და ემსახურება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს, ჩვენ უნდა გვქონდეს გრძელვადიანი ხედვა. ჩინეთი მზადაა, დიდ ბრიტანეთთან განავითაროს გრძელვადიანი და თანმიმდევრული სტრატეგიული პარტნიორობა”, – განაცხადა სი ძინპინმა.
ცნობისთვის, ეს ბოლო რვა წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის პრეზიდენტის პირველი შეხვედრაა.