1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩემთვის სულ ერთია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, გამიხარდება თუ არ მიიღებენ, რადგან უფრო მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში -ალექსანდრე რაქვიაშვილი
ჩემთვის სულ ერთია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, გამიხარდება თუ არ მიიღებენ, რადგან უფრო მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში -ალექსანდრე  რაქვიაშვილი

ჩემთვის სულ ერთია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, გამიხარდება თუ არ მიიღებენ, რადგან უფრო მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში -ალექსანდრე რაქვიაშვილი

326
0

ჩემთვის სულ ერთია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, უფრო სწორად, გამიხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან უფრო მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში, თუ მიიღებენ არა უშავს, რაღაც ტიპის კონკურენცია იქნება და შეიძლება, საინტერესოც იყოს პოლიტიკური ცხოვრება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“დიდი ხანია, ემზადება არჩევნებისთვის.

„ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ კონკრეტულ კანდიდატებთან ვსაუბრობთ, რომ უშუალოდ დავიწყოთ მათი მომზადება აქტიური საარჩევნო კამპანიისთვის. პირველ რიგში კონცენტრირებულები ვართ დიდ ქალაქებზე. ყველგან ვეცდებით, წარვადგინოთ კანდიდატი, სადაც იქნება ის, ვისაც უნდა „გირჩის“ სახელით ილაპარაკოს საკრებულოში, არის პატიოსანი ადამიანი და აღელვებს თავისი ქალაქის და რეგიონის პრობლემები. გახარია ფაქტობრივად ღიად ამბობს, რომ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგათ ეშინიათ ერთმანეთის ბულინგის, ესენიც მშიშარა ხალხია და ვერ ბედავენ, რომ პირველებმა რაღაც კონკრეტულად თქვან, მერე თუ იტყვიან ვიღაც დააბულინგებს, ამიტომ ურჩევნიათ იქნებ ვიღაც სხვამ თქვას, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ არასერიოზულობაზე და იმედია, ამომრჩეველი სათანადო დასკვნებს გამოიტანს არჩევნები, რომ დადგება. დარწმუნებული ვარ, მთელი ეს პროევროპული 4, 5, 9, 25 ძალიან მშიშარები არიან პოლიტიკურად და ვერ ბედავენ მკაფიო პოზიციები დააფიქსირონ, თუ დააკვირდება ამომრჩეველი ყოველთვის სადღეგრძელოებით ლაპარაკობენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.