
ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ცხონებული ავთანდილ ჯორბენაძე რომ სასტიკად სცემეს ნოემბრის აქციაზე, მაშინ სად იყო თქვენი ექიმური სოლიდარობა, ე.წ ექიმებო? -გიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილისადმი, ექიმების მიერ გამოხატულ სოლიდარობას ეხმიანება. გამსახურდია მიმართავს ექიმებს, თუ სად იყო მათი პროფესიული სოლიდარობა მაშინ, როცა ნოემბრის აქციებზე, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს, სასტიკად სცემეს ექიმი ავთანდილ ჯორბენაძე.
“ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ცხონებული ავთანდილ ჯორბენაძე რომ სასტიკად სცემეს ნოემბრის აქციაზე, მაშინ სად იყო თქვენი ექიმური სოლიდარობა ე.წ. ექიმებო? მათ შორის, იმ ექიმებს მივმართავ, ავთოს წყალობით რომ აცვიათ დღეს თეთრი ხალათები… თუ ვერ ჯდებოდა თქვენს გემოვნებაში? რას უწუნებდით? განათლებას, ოჯახს, წესიერებას თუ რას? მისი მასშტაბის საქმე ჯანდაცვის სფეროში ერთეულებს თუ აქვთ გაკეთებული და თან იმ დროს. გამეცით პასუხი, დესერტაციებით დაცული დისერტაციებიანო ექიმებო… თანამედროვე პუტჩისტზე, ჩახუნაშვილზე რომ გადაიჭერით ვენები, თქვე ფარისევლებო თქვენ! P.S. ჰო, ისა ჩემი ძმაკაცი, შვილი, ბუტა რომ დაუჭირეს, სად ეგდეთ მაშინ მითხარით? ხომ იცით, ისიც მახსოვს ვინც იყავით და ვინც ვირთხებივით იყავით შეყუჟულები, ისინიც“, – წერს გიორგი გამსახურდია.