
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება -თბილისის მერია
289
0
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები.
„კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.