ცესკო საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
719
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობა“, რომელმაც ხმების 20.839% (3934 ხმა) მიიღო.
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შედეგია 17.735% (3348 ხმა).
„ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 14.053% (2653 ხმა) აქვს მიღებული.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ხმების 8.449% (1595 ხმა) მოიპოვა.
საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.