1. Home
  2. სხვა

სხვა

უკრაინა მზად არის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა მზად არის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ განმარტა, რომ გაზის ტრანზიტის საკითხი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილა. მისი თქმით, მხარეებმა უკრაინის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრეს, რაც ევროპის გაზით მომარაგებას შეუწყობს ხელს. „ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა სხვა ერთობლივი ნაბიჯებისთვის, თუ ევროპას სჭირდება გაზი […]

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავდა. დღეს, შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქაჯაიამ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონი დაარღვია და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო. მსახიობის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით კი, მსახიობის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა […]

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები

ვიმედოვნებთ, შეერთებული შტატები გადახედავს გადაწყვეტილებას ორგანიზაციიდან გასვლის გეგმაზე და ველით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას პარტნიორობის შესანარჩუნებლად – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) წუხს აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების გეგმაზე. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.   „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს განცხადებაზე, რომ შეერთებული შტატები ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს…   შეერთებული შტატებისა და სხვა წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო 7 წლის განმავლობაში რეფორმების უდიდესი კომპლექტი მიიღო ისტორიაში, რათა მოგვეხდინა ჩვენი ანგარიშვალდებულების, […]

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთახმება ძალაში შევიდა

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.   გამოცემის ცნობით, ცეცხლი მას შემდეგ შეწყდა, რაც „ჰამასმა“ დაასახელა პირველი სამი ისრაელელი მძევალი, რომლის გათავისუფლებასაც დღეს აპირებს.   „ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გაგზავნილი მძევლების სიაში არიან: 31 წლის დორონ სტეინბრეჩერი, ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარი და 24 […]

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევის წესი შესრულდა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევის წესი შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო ატარებს. დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში ასევე წყალკურთხევის წესი შესრულდა. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში წყლის კურთხევის რიტუალს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. […]

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები

მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.   ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.   არსებული ინფორმაციით, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, ე.წ. ბალაკლავასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბის ტარებაა.   შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უცნობმა პირებმა რატი ტყემალაძე და […]

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები

ჯო უილსონი – ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში

ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მდივანი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში. მაგრამ სად აპირებენ წასვლას, როდესაც ომის დამნაშავე პუტინის ტყუილების იმპერია დაიშლება?“ – წერს უილსონი.

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები

რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც სასამართლო დღეს განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც დღეს სასამართლო განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლეები სხვადასხვა დარბაზებში სხვადასხვა პირების საქმეებს ერთმანეთის პარალელურად განიხილავდნენ. არც ერთი მათგანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შემწყდარა და არც ადმინისტრაციული სახდელის სხვა სახეობა არ გამოყენებულა გარდა პატიმრობისა. დღეს სასამართლოში დაკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ […]

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები

საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს – სერგეი ლავროვი

საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას 3+3 მექანიზმის შექმნის შესახებ მხარი აქტიურად დავუჭირეთ – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და მათი სამი მეზობელი: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, თურქეთი, ირანი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. […]

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები

ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი – „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს – შალვა პაპუაშვილი

მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი – „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ბახმაროდან მიულოცა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან […]

სასკოლო ფორმების შეძენა საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი – იხილეთ გაყიდვის პუნქტების მისამართები