დასავლურ პრესაში 24 ივნისს გამოქვეყნდა მასალები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და, საერთოდ, მისი ადმინისტრაციის ოფიციალურ მტკიცებას, რომ 22 ივნისს განხორციელებული ავიადაბომბვის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა განადგურდა. სინამდვილეში საქმე ასე არ არის, ირანის ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი მხოლოდ შეჩერდა და, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ გაგრძელდება. კერძოდ, ამას წერს როგორც ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ […]
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს. CNN-ი წერს, რომ B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია. ტელეკომპანია განმარტავს, რომ ოთხძრავიან B-2-ს შეუძლია იყოს აღჭურვილი ბირთვული ან ჩვეულებრივი იარაღით, მას ორკაციანი ეკიპაჟი მართავს, აქვს 40 000 ფუნტი [20 ტონა] ტვირთამწეობა და შეუზღუდავი […]
14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე, გურჯაანში, ქართველი კინოვარსკვლავის სახლ-მუზეუმში პრემია „ელისოს“ დაჯილდოება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ: საუკეთესო ფილმი: წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი) ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა – წლის საუკეთესო ფილმი: ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე) საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს) საუკეთესო მსახიობი: დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი) მზია არაბული (გზაჯვარედინზე) […]
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება. ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან […]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება. • 12:00 -16:45 – კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით • 12:00 -19:00 – საბავშვო შემეცნებითი […]
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.18 მაისს მსოფლიო 42-ჯერ, ხოლო საქართველო 29-ჯერ აღნიშნავს ამ დღეს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას: პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, რომელთა რაოდენობამ მსოფლიოში 40 მლნ-ს გადააჭარბა; გამოვხატოთ სოლიდარობა აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომელთა რიცხვი მსოფლიოში 39 მლნ-ზე მეტია; ხელი შევუწყოთ საზოგადოების განათლებასა და მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ, გამოვავლინოთ და […]
ვერძი ყველაფერი, რასაც დიდი ხანია, გეგმავთ, ნელ-ნელა ხორციელდება, თუმცა რეტროგრადული პლუტონის გამო მცირე შეფერხებები გელით. მნიშვნელოვანია, რომ მოთმინება გამოიჩინოთ და არ იჩქაროთ არც სიყვარულში და არც პროფესიულ საქმიანობაში. სამსახურში ყველაფერი თქვენი ინიციატივით განვითარდება. იმპულსურობამ შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები გააკონტროლოთ. კურო ამ დღეს წარმატებული იქნება ყველაფერი, რაც კარიერასა და თვითგანვითარებას უკავშირდება. სიჯიუტე თქვენი […]
თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელი უქმდება. “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების ავტორობით პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, თეატრებს ერთპიროვნულად თეატრის დირექტორი უხელმძღვანელებს, სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა კი, უქმდება. პროფესიული თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურ მოწესრიგებას “პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. ჯერ კიდევ მოქმედი […]
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათ ლიდერ გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს. „დღეს გამთენიისას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ. […]
ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევთ. განუცხადა გამოცემა „პოლიტიკოს“ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. მისი თქმით, ამჟამად ნატო საჰაერო თავდაცვის სისტემების, შორი რადიუსის რაკეტებისა და ტანკების ნაკლებობას განიცდის და დანაკლისის შესავსებად მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტზე მეტის დახარჯვაა საჭირო. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატების მოთხოვნა, ეს მაჩვენებელი ხუთ პროცენტამდე გაიზარდოს, სამართლიანია.