2012 წლამდე სასამართლო სისტემა გადაქცეული იყო რეპრესიული მანქანის ერთ პატარა ინსტრუმენტად და გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის, ადამიანებზე ზეწოლისთვის, ქონების წართმევისთვის და ა.შ. ეს ვითარება რადიკალურად, ფუნდამენტურად შეიცვალა 2012 წლიდან, აქედან გამომდინარე „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება არის აბსოლუტურად ობიექტური და დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით, საქართველოს ევროპის […]
ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. მისივე თქმით, ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს, ქართველებმა კი ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა. ,,ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის […]
ინვესტიცია სპორტში – ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ეს არის ინვესტიცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობაში, ჩვენს მომავალ ჩემპიონებში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ამავე დროს, სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე, სპორტში ინვესტიციას აქვს მრავალმხრივი დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. „მინდა განსაკუთრებული […]
„რუსეთი შესაძლოა დათანხმდეს უკრაინასთან ომის გაყინვაზე ფრონტის ამჟამინდელი ხაზის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ კიევი დათმობს დონეცკის ოლქის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელსაც თვითონ აკონტროლებს“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ სურს პუტინს დონეცკის ოლქი?“. პუბლიკაციის ავტორის, პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: გაწიროს […]
ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის” შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ევროკავშირის ათამდე ქვეყანას უსწრებს არაერთი პარამეტრით. „ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ოცეულშია ფაქტობრივად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანას ვუსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, პოლიტიკური თამაშებია, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს არის განსხვავებული ვითარება, ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე. მაქვს იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში. “, – განაცხადა პრემიერმა.
18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში, მიროსლავ იენჩამ გააკეთა მოხსენება და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა […]
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების მიზნები გამოკვეთა და განაცხადა, რომ ისინი განიხილავენ “ვინ რას გააკეთებს“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების და ომის დასასრულებლად “შესაძლო მიწების გაცვლაზე”. “პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა, რომ რუსეთი მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ და ჩვენ მას მოლაპარაკებების მაგიდასთან განვიხილავთ“, – თქვა ტრამპმა. “ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ერთად […]
“ლელო-ძლიერ საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენაზე, თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი და “გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი წარადგინა. კუპრაძის თქმით, თითოეული გამარჯვების, თითოეული მშენებლობისა და სიკეთის შენების შესაძლებლობა მხოლოდ გუნდურად არსებობს. “ჩვენ ვემზადებით იმ ბრძოლისთვის, სადაც, არ მოვერიდები ამ […]
როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება. ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას თბილისის მერობის კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია. „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, უთხრეს […]
მივმართავ მშობლებს, მოიკითხეთ თქვენი შვილები, სად არიან, ვინ ამზადებს და რისთვის, თორემ მერე გვიან იქნება – შარშანაც ვაფრთხილებდით მშობლებს, თუმცა შედეგად მივიღეთ მშობლები, რომლებიც დგანან გარეთ, ტირიან და მოთქვამენ – ნუ აიძულებთ სახელმწიფოს, რომ თქვენს შვილებზეც ანალოგიური რეაგირება მოახდინოს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ […]