უმკაცრესად ვგმობთ 10 სექტემბერს რუსული დრონების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევას. ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის სახელით ავრცელებს. კალასის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობას და საერთაშორისო […]
თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. ადგილზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რამდენიმე პირს პოლიციამ იდენტიფიკაცია მოსთხოვა, რადგან მათ პირბადე ეკეთათ. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი.
კახი კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. ხალხმრავალ გახსნას ციფრული საქართველოდან “გამომდინარე” დამსწრეთა ბულინგი და შეურაცხყოფა მყისიერად მოჰყვა. აქ სიახლე არაფერია, ბოლო წლებია ადამიანთა ჯგუფმა ნორმად აქცია საკუთარი შინაგანი ნარჩენების საჯაროდ დეფეკაცია. ისინი ამ კულტურის არჩევისას თავისუფალნი იყვნენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, გურამ ნიკოლაშვილი წერს სოციალურ ქსელში. გურამ ნიკოლაშვილი მიმოიხილავს „ქართული ოცნების“ […]
„კიევისადმი ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარებით უკრაინელი ოლიგარქები მდიდრდებიან“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული შვედეთის ყოველდღიურ გაზეთ „ნია დაგბლადეტში“ (Nya Dagbladet) სტატია, რომლის ავტორი იოშეფ ჩიბა კრიტიკულად არის განწყობილი უკრაინისადმი ევროპის მხარდაჭერის მიმართ – იმ თვალსაზრისით, რომ ბრიუსელის მიერ გაწეული დახმარება დიდწილად ქვეყნის თავდაცვასა და მოსახლეობას კი არ ხმარდება, არამედ ცალკეული მაგნატების კიდევ უფრო გამდიდრებას. გთავაზობთ […]
მაშინ, როდესაც სულ რაღაც ერთი თვეც არ არის დარჩენილი ამ რუსულ სპეცოპერაციამდე, ეუთო/ოდირის მოწვევა არის კიდევ ერთი ტყუილი და მანიპულაცია,- ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ეუთო/ოდირის განცხადება, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მისიას არ გამოგზავნის. როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება“. „ჩვენ გვახსოვს […]
პუტინი ესკალაციასა და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას. „უკრაინაზე მასიური თავდასხმის დროს რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ის ძველი დანაშაულებისთვის სათანადოდ არ დასჯილა. რაც უფრო დიდხანს არ მიიღებს საპასუხო ძალას, მით უფრო აგრესიული გახდება“, – წერს […]
პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად, დრონების ტიპის ობიექტებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს“, – აღნიშნულია სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. სარდლობის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესული დრონები რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. განცხადების თანახმად, როდესაც დრონები საჰაერო სივრცეში შევიდნენ, ისინი ჩამოაგდეს და […]
პოლონეთის რიგ რეგიონებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რეზერვისტების დაჩქარებული მობილიზაცია გამოცხადდა. ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, რეზერვისტები გაწვევის პუნქტებში ექვსიდან თორმეტი საათის პერიოდში უნდა გამოცხადდნენ. მობილიზაცია ეხება სამხედროებს პოდლიასკის, მაზოვეცკის, ლუბლინის, პოდკარპატის, პომორსკის, ვარმინო-მაზურის, კუიავო-პომორსკის, ლოდზის, სვიატოკშისა და მალოპოლსკის რეგიონებს. ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ პოლონურმა […]
ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება – ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველო საბოლოოდ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მტკივნეული წარსულის სამართლებრივი შეფასების კონსოლიდაციისკენ, რაც […]
ჩვენს საზოგადოებას არ უნდა ახასიათებდეს პიროვნული დაპირისპირების ეს ფორმა და დონე, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას სჩვევია – ქალებს თავიანთი ფუნქცია აქვთ, განსაკუთრებით პატარა გოგონებმა ისეთი გინება უნდა შესთავაზონ პროცესს, რომლებიც წინა პლანზე მდგომ ბიჭებს წაახალისებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, […]