პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. თბილისის მერმა ხმა საირმის ქუჩაზე, N64 საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და დედაქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. „გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა […]
დღეს შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტები, ის ორგანოებია, რომლებიც მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობენ. „დღეს დემოკრატიული არჩევნების დღე არის. ყველას მოქალაქეობრივი მოვალეობაა, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. […]
საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. „საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები […]
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული. კერძოდ, დედაქალის მერის თანამდებობის დასაკავებლად კენჭს იყრიან: თემურ ბოკელავაძე (საარჩევნო ნომერი 1) – „ენა მამული სარწმუნოება“; ზურაბ მახარაძე (საარჩევნო ნომერი 3) – „კონსერვატორები საქართველოსთვის“; კახა კუკავა (საარჩევნო ნომერი 7) – „თავისუფალი საქართველო“; ოთარ ჭითანავა (საარჩევნო ნომერი 8) – „პატრიოტთა ალიანსი“; ირაკლი კუპრაძე (საარჩევნო ნომერი 9) […]
დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 […]
ვერძი ეს დღე ემოციურად დატვირთული იქნება, თუმცა მაქსიმალურად ეცადეთ, კაპრიზული ბავშვივით არ მოიქცეთ. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული მოულოდნელი ფინანსური სირთულეები. საღამო სიმშვიდეს მოიტანს. გაატარეთ ის საყვარელ ადამიანთან ერთად, კურო თუ ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში ფრთხილად იქნებით და დაიწყებთ თვლას, თუ რამდენს ხარჯავთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება უნდა […]
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მიაწოდეს. შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ […]
დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 38 წარმომადგენელს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლებიც ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნებისთვის განახორციელა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. […]
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესების მართვის სფეროში. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მიზნად ისახავს, მხარეებს შორის […]
„ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები გაიმართება. სამწუხაროდ, გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტო-ვიდეო გადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო, მათ შორის, ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას. შესაბამისად, საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ. […]