საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ორგანიზაციის, „ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, EPDE-ის მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლების „ფეიკ დამკვირვებლებად“ მიჩნევა, შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაეცნო „ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ […]
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს, შესაბამისად, არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა იმ კანონის მიღებას, რომელიც დღეს, უკვე, 3 მოსმენით მიიღო პარლამენტმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა. მისივე თქმით, ამით შეწუხებულები არიან […]
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, ვინაიდან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საქართველოში […]
საერთო მიზანი როცა ისეთი დიდია, როგორც ახლა და მას სამშობლოს გადარჩენა ჰქვია, განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვნოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „ისტორია არ იმახსოვრებს ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, ვინ ვისგან რითი განსხვავდებოდა, ვინ იარა სწორად და ვინ ზიგზაგზე. ისტორია […]
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. ცვლილებები მესამე მოსმენით კანონმდებლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა. კანონპროექტით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად […]
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს. ამის შესახენ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, საგარეო უწყება ეუთოს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა […]
თბილისის მერმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი როგორც სამწუხარო შეაფასა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა, რადგან, მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები სწორედ ქვეყნის გარედან ფინანსდებიან. „ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმა, თუმცა, არც გასაკვირია. იცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები […]
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, პაპუაშვილის თქმით, კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. „4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა. 4-ში კი ყველა […]
4 ოქტომბერს ჩვენ გვქონდა ყველა შენობა გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე, მყისიერად ჩაერთო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და წუთებში ჩაერთო უკვე სპეცრაზმი, რომელმაც გაამაგრა დაცვის სამსახური და წარმატებით მოიგერია შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ეს არის ფაქტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს […]
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, რომ წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, მაგრამ ასეთი დავალება აქვს მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ევროპული ბიუროკრატია დასულია ბაია პატარაიას დონემდე. „როგორც ბაია პატარაია, ისევე იღებს ეს ქალბატონიც დავალებებს. არავითარი […]