საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დიდი ნაწილის დაპატიმრებას. „მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუს-ი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას – „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიპის დიდი […]
ზოგადად, ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზულიც აღარ არის, არ ვიცი, რთულია ხსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ფაქტი ეს არის, მათი მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც დგას. „სამი ქვეყანა, რომელიც წესით კარგად უნდა ხვდებოდეს თუ რა […]
„ოცნება” ისტერიკაშია და აბსოლუტურად სწორად. ვინც ფიქრობს, რომ მარტივად დამაკავებენ, ძალიან ცდება. დაველოდოთ, ვნახავთ, ვინ ვის დაიჭერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ცდილობენ, რომ დააკავებენ, თუმცა, მისივე თქმით, „მასზე ძალიან ცუდი წარმოდგენა“ ჰქონიათ. „ღამის 12-ის ნახევარზე დადეს ეს პოსტი, რომ ხაბეიშვილი უნდა დაიჭირონ, ეს […]
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily telegraph) აქვეყნებს კომენტარს სათაურით „ვლადიმერ პუტინისათვის დრო, როგორც იქნა, მალე დასრულდება: დონალდ ტრამპის ახალი ულტიმატუმი რუსი ლიდერის საომარ სტრატეგიას ანგრევს“ (ავტორი – სემიუელ რამანი). პუბლიკაციაში ოპტიმიზმია გამოხატული, რომ ამერიკის პრეზიდენტის ახალი მკაცრი ულტიმატუმი თავისი აგრესიული რუსი კოლეგის მიმართ საბოლოოდ რეალურ შედეგს მოიტანს. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა […]
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ციხე დაბომბა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფიოდოროვი ავრცელებს. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დანგრეულია პენიტენციური დაწესებულება და სახლები. ციხის გარდა რუსებმა სამოქალაქო ობიექტებიც დაბომბეს. დაშავდა 35 ადამიანი. დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ლიეტუვის გადაწყვეტილებას ეხმიანება. „იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი. რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს, როდესაც მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა“, – […]
ლიეტუვამ ქართველი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ წევრები დაასანქცირა და მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. სანქცირებულთა შორის არიან: • ნინო გალუსტაშვილი • ჯვებე ნაჭყებია • სულხან თამაზაშვილი • მარიამ ლაშხი • ნინო წილოსანი • რაჟდენ კუპრაშვილი • ვიქტორ მეტრეველი • ირაკლი შვანგირაძე • მარი მეშველიანი • ნათია თათიაშვილი
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის […]
ამ ქვეყანაში დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ წავა – ინდულგენცია არავისთვის იქნება მისი სახელი და გვარი. ნურავინ დატკბება დღევანდელი მდგომარეობით, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს [თანამდებობა]არა პრივილეგია, არამედ დიდი ტვირთია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის და კიდევ ორი პირის დაკავების საკითხს. მისი თქმით, „უკანონო […]
შალვა პაპუაშვილი „გორბის“ კვლევის შედეგებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა. ამომრჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56,2% კი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს – სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს […]