ბატონი პაატას და „ხაბეს“ მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ნებისმიერი თარიღის ბოლო ვადად გამოცხადება, ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავს. ეს კატეგორიულად არასწორი მგონია, რადგან მაღალი ალბათობით, ბრძოლა ვერ იქნება ასეთი ხანმოკლე და ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს 4 ოქტომბრის შემდეგაც, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და 4 ოქტომბერს დაგეგმილ „სახალხო შეკრებასა“ […]
არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, – განაცხადა აპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც უპასუხა შეკითხვას ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ. მისი განცხადებით, „მშვიდობიანი დამხობა“ ისეთივე ურთიერთგამომრიცხავი სიტყვებია, როგორც “მშვიდობიანი მკვლელობა” ან “ადამიანების მშვიდობიანი […]
მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში და ეს ფაშინიანმა გააკეთა. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ლაშა ცანავას ჰქონდა საკმარისი შემოსავალი, რომ ორჯერ 50 ათასი ლარი პარტიისთვის შეეწირა. „ოხანაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს, თავისნაირი ქვეშაფსია და პრ**ები […]
გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათი წლის იუბილეს. ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათი წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან […]
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის […]
4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების წესზე ვიდრე არ შევთანხმდებით, სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა. „4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილებების მიღების წესზე არ შევთანხმდებით, მანამდე სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით. 8-პუნქტიან გეგმაში სწორედ ეს […]
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მათ უნდა დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ისაუბრონ, იმოქმედონ ევროპული მიდგომებით. „რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ. დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის ყველა […]
სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერცერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონის არბიტრაჟში ანაკლიის პორტის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის საქართველოს გამარჯვებით დასრულებასთან დაკავშირებით დასმული […]
ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა […]
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება. კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. „ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, […]