1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბრიჯიტ მაკრონს ჰაკერების ჯგუფმა პირად საგადასახადო ჩანაწერებში მამრობითი სახელი, ჟან-მიშელი დაარქვა
ბრიჯიტ მაკრონს ჰაკერების ჯგუფმა პირად საგადასახადო ჩანაწერებში მამრობითი სახელი, ჟან-მიშელი დაარქვა

ბრიჯიტ მაკრონს ჰაკერების ჯგუფმა პირად საგადასახადო ჩანაწერებში მამრობითი სახელი, ჟან-მიშელი დაარქვა

134
0

საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჯიტ მაკრონს ჰაკერების ჯგუფმა პირად საგადასახადო ჩანაწერებში მამრობითი სახელი – ჟან-მიშელი დაარქვა.

საფრანგეთის 72 წლის პირველი ლედი, დიდი ხანია, მისი სქესის შესახებ ჭორების ობიექტი ხდება, რომლებსაც შეთქმულების თეორეტიკოსები და სოციალური მედიის ინფლუენსერები რამდენიმე წლის განმავლობაში ავრცელებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის უფროსის, ტრისტან ბრომეს თქმით, ცილისწამების კამპანია ბრიჯიტ მაკრონის პირად საგადასახადო ანგარიშზე ჰაკერული შეღწევითა და სახელის შეცვლით დასრულდა. ტრისტან ბრომემ გაიხსენა, თუ როგორ გაოგნდა საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე, როდესაც დაინახა, რომ მისი იურიდიული სახელი და გვარი შეიცვალა პირად საგადასახადო ანგარიშზე შესვლისას.

გავრცელებული ცნობით, ბრიჯით მაკრონმა საჩივარი შეიტანა და ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილე ორი პირი იდენტიფიცირებულია.

ემანუელ მაკრონმა და პირველმა ლედიმ ასევე ცალკე სარჩელი შეიტანეს კენდის ოუენსის, ულტრამემარჯვენე ამერიკელი ინფლუენსერისა და ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერის წინააღმდეგ, რომელმაც რვანაწილიანი პოდკასტების სერია მოამზადა, სადაც აცხადებდა, რომ ქალბატონი მაკრონი ტრანსგენდერია.