თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს – ეს ნიშნავს საქართველოს “დებიძინიზაციას” ან “დეივანიშვილიზაციას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, იგი სამოქალაქო საზოგადოებისგან ოპტიმისტურ მცდელობებს ხედავს და იმედოვნებს, რომ მათთან ერთად ევროკავშირის ოჯახში […]
ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სიცრუეა ერთ-ერთი მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში სანქცირებული საწვავით დატვირთული გემის ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს. როგორც ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან. […]
საქართველოს რკინიგზის საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს: თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს. რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილიდან შვიდი დღის განმავლობაში ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და […]
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 958 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 148 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 […]
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია; ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, რის გარეშეც ქვეყნის განვითარება […]
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის ციხესთან და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გამართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აქციები რუსთავის ციხესთან, 6 მაისს, 15:00 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტთან კი 19:00 საათზე დაიწყება. „მოვითხოვთ: 1. მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უცხოეთში; 2. შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური […]
ლანძღვა-გინებას და ეთერებიდან წყევლა-კრულვას, უგულავას ურჩევნია, დუჟი მოიწმინდოს და საკუთარ თავს მიხედოს, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რაიმე მოუვა ციხეში, ყველა პასუხისმგებელი პირი შურისძიებას მიიღებს. მისი შეფასებით, უგულავა “ძალიან ზედმეტებში გადადის” და მისი განცხადებები შეურაცხმყოფელი გახდა. “საქართველოში ყველა პატიმრის სიცოცხლისა და […]
THE Crossroads სტარტაპ პლატფორმის ფარგლებში, კონფერენცია „Meet THE Change“ გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „Radisson“- ში ჩატარდა, THE Crossroads-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ლინდა პერეირამ და THE Crossroads პლატფორმის მხარდამჭერმა საერთაშორისო ექსპერტებმა ინდუსტრიისათვის აქტუალურ თემებზე, სტარტაპ ინდუსტრიის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე, კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობასა და ბიზნეს ტურიზმის, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური აქსელერატორის განვითარების […]
ჯონდი ბაღათურია და საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა – ჯონდი ბაღათურიამ, დავით ოსეფაშვილმა და კახაბერ მაისურაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ინიციატივა დაარეგისტრირეს. ისინი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საყოველთაო პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. “ჩვენ გადავწყვიტეთ, […]
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულება. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია ხელისუფლების დამხობის შესახებ. „მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით. […]
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1607 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1497 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული შედეგებისთვის ამჯერად 231 სპორტსმენი დაჯილდოვდა. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „მეამაყება, რომ […]
შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა. „ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული […]
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), […]
გვინდა, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და შემდეგ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ფასები გაცილებით მაღალია ევროპულთან შედარებით და ეს ეხება იდენტურ პროდუქტებს, რომლებიც არის […]
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ექიმების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. […]
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ამერიკულ მედიასთან საუბარში ევროპა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას ადგას. „ევროპა ერთმნიშვნელოვნად ამ გზას ადგას. საბედნიეროდ, მას ეს გზა ბოლომდე ჯერ არ გაუვლია, თუმცა ის ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას უკვე ადგას“, – განაცხადა ვენსმა. ვენსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა ევროპის მიმართ გამომდინარეობს მისი […]
პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან შემაფრთებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი. „მინდა, მივესალმო საქართველოს. მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან გვინდა, ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, გვინდა თავისუფლება, სამართლიან გარემოში ცხოვრება, გვინდა, დავადგეთ განვითარების გზას, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ადამიანებს არ იჭერდნენ მხოლოდ […]