1. Home
  2. სიახლეები
  3. ეკონომიკა
  4. ლანძღვა-გინებას და ეთერებიდან წყევლა-კრულვას, გიგი უგულავას ურჩევნია საკუთარ თავს მიხედოს – ბექა დავითულიანი
ლანძღვა-გინებას და ეთერებიდან წყევლა-კრულვას, გიგი უგულავას ურჩევნია საკუთარ თავს მიხედოს – ბექა დავითულიანი

ლანძღვა-გინებას და ეთერებიდან წყევლა-კრულვას, გიგი უგულავას ურჩევნია საკუთარ თავს მიხედოს – ბექა დავითულიანი

272
0

 

ლანძღვა-გინებას და ეთერებიდან წყევლა-კრულვას, უგულავას ურჩევნია, დუჟი მოიწმინდოს და საკუთარ თავს მიხედოს, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რაიმე მოუვა ციხეში, ყველა პასუხისმგებელი პირი შურისძიებას მიიღებს.

მისი შეფასებით, უგულავა “ძალიან ზედმეტებში გადადის” და მისი განცხადებები შეურაცხმყოფელი გახდა.

“საქართველოში ყველა პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული, რაზეც პასუხს აგებს პენიტენციური სისტემა. სისტემა, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, არც მოსურნეა და არც დაუშვებს, რომ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, ეს სცენარი უკვე ერთხელ ვნახეთ, გავიარეთ და პასუხი იგივეა, რომ ვერავითარი დრამატურგიის განხორციელება პასუხისმგებლობისგან ვერავის იხსნის. მისი ჯანმრთელობა დაცული იქნება”,- განაცხადა დავითულიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა მართლაც ვითარება გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, დავითულიანი პასუხობს, რომ “სამოქალაქო დაპირისპირებას ორი მხარე სჭირდება, უგულავას კი მხარე არ გააჩნია.”