1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს -მამუკა ხაზარაძე
ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს -მამუკა ხაზარაძე

ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს -მამუკა ხაზარაძე

296
0

ბიძინამ [ივანიშვილმა] ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს, – ამის შესახებ “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმურება მმართველ გუნდში მიმდინარე ცვლილებებს.

ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „მისი დღეები დათვლილია“.

„ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავმჯდომარის.

ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას.

“ოცნებამ” იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლილებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი.

“ლელო” ემსახურება საქართველოს. გამარჯვებამდე დარჩა 39 კვირა!“, – წერს ხაზარაძე.