1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბიძინა, გამოიხედე და შეხედე, ეს არის ქართველი ხალხი! – 1921 წელი არ მოხდება!-სალომე სამადაშვილი
ბიძინა, გამოიხედე და შეხედე, ეს არის ქართველი ხალხი! – 1921 წელი არ მოხდება!-სალომე სამადაშვილი

ბიძინა, გამოიხედე და შეხედე, ეს არის ქართველი ხალხი! – 1921 წელი არ მოხდება!-სალომე სამადაშვილი

184
0

არ გაბედოთ მეორედ ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა თქვენ მანქურთებო, -ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„დღეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილს უნდა გაიმეოროს 1921 წელი, როდესაც გაუქმდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენ საბჭოთა იმპერიის კლანჭებში დავრჩით. ბიძინას მინდა ვუთხრა, ბიძინა, გამოიხედე და შეხედე, ეს არის ქართველი ხალხი, 1921 წელი არ მოხდება. საქართველო იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ვიქნებით ევროპული სახელმწიფო. ხვალ რამდენიც გინდა, იმდენი შეშინებული საჯარო მოხელე დააყენე აქ იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ხალხი, ეს არის საქართველო, ამ ქვეყანას არასდროს დაგითმობთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, სისხლის ბოლო წვეთამდე. არ გაბედოთ მეორედ ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა თქვენ მანქურთებო. მართლა ყოველგვარი რელიგიის, ყოველგვარი სამშობლოს, ყოველგვარი რწმენის გარეშე კორუმპირებულო ადამიანებო. ვის გაუბედეთ, რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ევროპული მომავალი წაგვართვათ? არ დაგითმობთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ!“, – განაცხადა სამადაშვილმა.