1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბიჭვინთისთვის!”, “დუმილი ღალატია!” – 29 ივლისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება
“ბიჭვინთისთვის!”, “დუმილი ღალატია!” –  29 ივლისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

“ბიჭვინთისთვის!”, “დუმილი ღალატია!” – 29 ივლისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

308
0

“ბიჭვინთისთვის”, “დუმილი დანაშულია!” – ამ სახელწოდებით ხვალ, 29 ივლისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

 

“დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთს მფლობელობაში გადაეცემა. ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის.

 

აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს არის ანექსია და რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების სამუდამოდ წართმევა.

 

7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე.

 

29 ივლისს, 19:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია!”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.