
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა
350
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.
ბელარუსის ცესკო-ს ცნობით, ლუკაშენკომ ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა მიიღო 2,02%, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ – 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა.
შეგახსენებთ, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 85,70% შეადგინა. ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.